
სპეციალისტი
სოფიკო გოგოჩაშვილი
ფსიქოთერაპევტი
სოფიკო არის სერტიფიცირებული EMDR თერაპევტი და მუშაობს ვირჯინია სატირის სისტემურ მოდელში. მისი პრაქტიკა აერთიანებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მუშაობას და ღრმა ჰუმანისტურ ხედვას, სადაც ადამიანი განიხილება როგორც სისტემის ცოცხალი, უნიკალური ნაწილი.
20 წელზე მეტია სოფიკო მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებთან და ჯგუფებთან — კლინიკური და საგანმანათლებლო ფორმატის ფარგლებში. მისი სამუშაო განსაკუთრებით ეხება ტრავმას, გარდამავალ პერიოდებს, ადაპტაციას, იდენტობის კრიზისსა და ოჯახურ სისტემებს.
ჯგუფური ფსიქოთერაპიის სფეროში სოფიკო ფლობს მითოდრამის სერტიფიკატს. არის ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის (AGPA) წევრი. 2026 წელს ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე AGPA Connect ნიუ-იორკში, წარადგინა ვორკშოპი თემაზე: "გამძლეობა გარდამავალ პერიოდში: ვირჯინია სატირის ცვლილებების პროცესის მოდელის გამოყენება ღია ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში უკრაინელ ლტოლვილ ქალებთან"
2021 წლის მაისიდან რეგულარულად ატარებს ღია ფსიქოთერაპიულ ჯგუფს თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი მენტალური ჯანმრთლობის მხარდასაჭერად და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად
კვალიფიკაცია
- სერტიფიცირებული EMDR თერაპევტი (EMDR Europe)
- სერტიფიცირებული Mythodrama თერაპევტი
- ვირჯინია სატირის სისტემური თერაპია
- AGPA-ს წევრი
ინდივიდუალური თერაპია
15 წუთი უფასო ონლაინ კონსულტაცია
ონლაინ, წინასწარი ჩაწერით (მხოლოდ ინდივიდუალური თერაპიისთვის)
